Thursday, November 16, 2017

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ქალაქ მცხეთაში

2017 წლის 15 ოქტომბერს მეშვიდე პირველმა კლასმა მოაწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ქალაქ მცხეთაში. ექსკურსიის მიზანი იყო გაეცნოთ ბავშვებს სამთავროს ველის მუზეუმის და არქეოლოგიური მინი-ექსპედიციების მასალები. 
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მათ მიეცათ საშუალება პრაქტიკულად შეესრულებინათ გათხრები, აღმოჩენილი ნივთები დაეხასიათებინათ. ამით მათ განიმტკიცეს ცოდნა არქეოლოგიის როლის შესახებ ისტორიის შესწავლისათვის. მიეჩვივნენ ჯგუფურ მუშაობას. გაეცვნენ ასევე მცხეთის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს და მოახდინეს თეორიული ცოდნის განმტკიცება. შეიძინეს პრეზენტაციის უნარი.
ექსკურსია ორგანიზებული იყო კლასის დამრიგებლის მაია გოგოლაძისა და ისტორიის პედაგოგის ლია ნატროშვილის მიერ. მონაწილეობას იღებდნენ მხარეთმცოდნეობის წრეში გაერთიანებული მოსწავლეები, რომლებიც მიღბულ ინფორმაციას გააშუქებენ წრის მეცადინეობის დროს.










 

მხარეთმცოდნეობის წრის ერთ-ერთი მეცადინეობა





Wednesday, November 15, 2017

ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი ჯგუფი






ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი ჯგუფის თემატური გეგმა

ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი ჯგუფის თემატური გეგმა


დასახელება - „ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი ჯგუფი"
სასწავლო დისციპლინა: ისტორია
ჯგუფის ხელმძღვანელი - ლიანა ნატროშვილი
მიზანი - ჯგუფის მიზანია მოსწავლეები მოამზადოს, როგორც ადგილობრივი, ასევე, რეგიონალურ ოლიმპიადის ტურებში მონაწილეობის მისაღებად; გაუღრმავოს სასწავლო კურსში მიღებული ცოდნა; გამოუმუშაოს ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაციის უნარი; დამოუკიდებელი და ლოგიკური აზროვნების უნარი; ხელი შეუწყოს ცოდნის სინთეზირებას.
აქტუალურობა - ჯგუფი დაეხმარება მოსწავლეებს გაიღრმაონ ცოდნა ისტორიაში, მოიძიონ დამატებითი მასალები და გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, რაც სასკოლო განათლების ძირითადი მიზანია.
პროგრამა

თემა
საათი
თარიღი
რესურსი
აქტივობა
1
ისტორიის დაყოფა ეპოქების მიხედვით
1
04.10
სასკოლო სახელმძღვანელოები; ჟურნალი ისტორიანი; საბავშო ენციკლოპედიები; ინტერნეტ საიტები.
ქრონოლოგიური ცხლირების შედგენა; დროის ხაზის აგება; მინილექცია; ტესტები.
2
ცივილიზაცია და მისი სახასიათო ნიშნები
1
11.10
სასკოლო სახელმძღვანელოები; ჟურნალი ისტორიანი; საბავშო ენციკლოპედიები; ინტერნეტ საიტები.
მინილექცია; ვენის დიაგრამა; ტესტები.
3
სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციები და მათი გავლენა ისტორიაზე
1
18.10
სასკოლო სახელმძღვანელოები; ჟურნალი ისტორიანი; საბავშო ენციკლოპედიები; ინტერნეტ საიტები.
მინილექცია; მოვლენათა ჯაჭვის ანალიზი; ტესტები.
4
მოვლენები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო
1
25.10
სასკოლო სახელმძღვანელოები; ჟურნალი ისტორიანი; საბავშო ენციკლოპედიები; ინტერნეტ საიტები.
მინილექცია; რუკებზე მუშაობა; ტესტები.
5
რელიგიები და მათი გავლენა საზოგადოებაზე
1
01.11
სასკოლო სახელმძღვანელოები; ჟურნალი ისტორიანი; საბავშო ენციკლოპედიები; ინტერნეტ საიტები.
მინილექცია; სქემების და დიაგრამების აგება; ტესტები.
6
სხვადასხვა ეპოქის ცნობილი ისტორიული პიროვნებები
1
08.11
სასკოლო სახელმძღვანელოები; ჟურნალი ისტორიანი; საბავშო ენციკლოპედიები; ინტერნეტ საიტები.
წყაროებზე მუშაობა; ტესტები.
7
დიდი ბრძოლები და მსოფლიო ომები
1
15.11
სასკოლო სახელმძღვანელოები; ჟურნალი ისტორიანი; საბავშო ენციკლოპედიები; ინტერნეტ საიტები.
მინილექცია; რუკებზე მუშაობა; ტესტები.
8
საერთაშორისო ორგანიზაციები
1
22.11
სასკოლო სახელმძღვანელოები; ჟურნალი ისტორიანი; საბავშო ენციკლოპედიები; ინტერნეტ საიტები.
მინილექცია; ტესტები.
11
შემაჯამებელი შეხვედრა
1
29.11

ჯგუფის მუშაობის შეჯამება