გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა - რატომ უწოდეს ძველი სამყაროს შვიდ ძეგლს საოცრება?

სწავლების საფეხური - საბაზო საფეხური. მე-7 კლასი.

მოსწავლეთა პროფილი - 27 მოსწავლე არც-ერთი განსაკუთრებული საჭიროების მქონე.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა - ბავშვები გაეცნობიან და შეისწავლიან ძველი სამყაროს ხელოვნებას, მიღწევებს არქიტექტურასა და ხელოვნებაში. ეს გაკვეთილი ბავშვებს დაეხმარება გაამტკიცონ ცოდნა იმ ქვეყნების შესახებ, სადაც ეს ძეგლებია აგებული, ასევე ბავშვებს შეეძლებათ შეადარონ თანამედროვე არქიტექტურა უძველეს ნიმუშებს.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები - გაკვეთილის მიზნები:
მოსწავლე ეცნობა ძველი მსოფლიოს საუცრებებს.
მოსწავლემ საზღვრავს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიული ძეგლის მდებარეობა რუკაზე.
მოსწავლე მსჯელობს კულტურის შემადგენელ ნაწილებზე ჯგუფებში
მოსწავლე სწავლობს დაკავშირებას მსოფლიო საოცრებების მათ ქვეყნებთან, ადგილმდებარეობის მიხედვით.
გაკვეთილის შედეგები:
მოსწავლე იცნობს ძველი მსოფლიოს საუცრებებს.
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიული ძეგლის მდებარეობა რუკაზე.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე
მოსწავლე უკავშირებს მსოფლიოს საოცრებებს კონკრეტულ ქვეყნებს.

წინასწარი ცოდნა - მოსწავლეებს მოეთხოვებათ ძველი სახელმწიფოების: საბერძნეთის, ეგვიპტის და ბაბილონის ისტორიის საფეხურის შესაბამისი ცოდნა.

შეფასების საგანი და პროცედურები - მოსწავლეები დაიყოფიან 7 ჯგუფად. თითოეული აირჩევს შვიდ საოცრებიდან ერთ-ერთს და გაკვეთილის ბოლოსათვის მოამზადებენ 3 წუთიან ზეპირ პრეზენტაციას სახელმძღვანელოს ტექსტის და მასწავლებილის მიერ მიწოდებული სლაიდების მიხედვით.
გამოიყებნება განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფურ აქტივობაში წვლილის მიხედვით.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები - გამოიყენება სახელმძღვანელო „ისტორია“ 7 კლასი. გამ: კლიო.
მასწავლებელი მოსწავლეებს მიაწვდის სლაიდშოუს. ამ სლაიდშოუს გასაცნობად 7 ჯგუფს დასჭირდება 7 კომპიუტერი.
კომპიუტერული პროგრამა: PowerPoint.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი -  გაკვეთილის დასაწყისში პედაგოგი წაიკითხავს მინილექციას. (5წთ)
ამის შემდეგ მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და მიეცემათ 19 წუთი, რათა დაამუშავონ მასალა. ბოლო 21 წუთი დაეთმობა ჯგუფის ზეპირ პრეზენტაციას. 

No comments:

Post a Comment